08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტამბოლის აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. თუმცა, საკონსულოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და წარმომადგენლობა ცნობებს საათში რამდენჯერმე ამოწმებს სპეციალურ შტაბთან.

„ქალაქ სტამბოლში გახსნილი არის საგანგებო შტაბი, რომელთანაც გვაქვს მუდმივი კავშირი და ვიღებთ ინფორმაციას. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ მომენტისთვის არა გვაქვს,“ - განაცხადა კურიერთან საქართველოს გენერალური კონსულმა სტამბოლში, ირაკლი ასაშვილმა.

სტამბოლში მცხოვრები ქართველების განმარტებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა ახლომდებარე ქუჩებზეც ისმოდა, ამ დროისთვის კი ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, პატრულირებს ავიაცია, მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები