08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარ ტერაქტს "აღმაშფოთებელს" უწოდებს

"სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს," – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს.

პრემიერის განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუმკლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს,“ - წერია განცხადებაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები