08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი დაშავებულია

სტამბოლის ცენტრში მომხდარი თავდასხმის პირველი კადრები ქუჩაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერამ გადაიღო. ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე ისტიკლალის ქუჩაზე თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40–ს აღწევს. 7 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს, რომ პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით უკვე დააკავა ერთი ეჭვმიტანილი.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი

დღის ამბები