08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
როსტოვში კომპანია ფლაიდუბაის კუთვნილი ლაინერის ჩამოვარდნას 60–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფლაიდუბაის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზად ტერორისტული აქტი უკვე გამორიცხეს სამართალდამცველებმა.

ბოინგ 737-ის კატასტროფის მიზეზად სპეციალისტები სამ ვერსიას - უამინდობას, პილოტის შეცდომასა და ტექნიკურ გაუმართაობას განიხილავენ. უკვე დაწყებულია შავი ყუთების ჩანაწერების შესწავლა.

თვითმფრინავის ბორტზე, ბოლო მონაცემებით, 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. მგზავრებს შორის 44 - რუსეთის, 8 - უკრაინის, 2 - ინდოეთისა და 1 უზბეკეთის მოქალაქე იყო.

 

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები