08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის დეტალების დადგენაზე მუშაობენ

თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის დეტალების დადგენაზე მუშაობენ. ისტიკლარის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გამოძიებისთვის უკვე ცნობილია გარდაცვლილი 4 ადამიანის ვინაობა. 2 დაღუპული შეერთებული შტატების მოქალაქეა, დანარჩენი ორი კი ისრაელის. სტამბოლის საავადმყოფოებში 36 დაშავებული რჩება. მათ შორის არიან ისრაელელი, ირლანდიელი და ირანელი ტურისტები.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ტერაქტში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ, პოლიცია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დღის ამბები