08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
სალეჰ აბდესლამმა დაკითხვაზე პარიზის ტერაქტის დეტალებზე ისაუბრა

სალეჰ აბდესლამი პარიზის ტერაქტების დროს თავის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა. საკუთარი გეგმების შესახებ მან დაკითხვაზე ილაპარაკა.

პროკურატურის ინფორმაციით, აბდესლამს თავი სტადიონთან უნდა აეფეთქებინა, სადაც თამაში მიმდინარეობდა, მაგრამ რატომ გადაიფიქრა, მას გამოძიებისთვის არ უთქვამს. სამართალდამცველების განცხადებით, ტერორისტი გამოძიებასთან თანამშრომლობს, მაგრამ საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ საფრანგეთში სამართლიანი სასამართლო პროცესის იმედი არ აქვს.

დღის ამბები