08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბარაკ ობამა კუბაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს

ბარაკ ობამა კუბაში ისტორიულ ვიზიტს იწყებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავისუფლების კუნძულზე დღეს ელოდებიან. მეზობელ ქვეყანაში გამგზავრებამდე ბარაკ ობამა კუბელ კომედიანტს ტელეფონით გაესაუბრა. პანფილომ შეერთებული შტატების პრეზიდეტი და პირველი ლედი საკუთარ სახლში მიიპატიჟა. 1928 წლიდან ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბას ეწვევა. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებას რაულ კასტროსთან გამართავს, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან. ობამა ასევე ჰავანას სტდიონზე კუბისა და ამერიკის ბეისბოლის გუნდების ისტორიულ თამაშსაც დაესწრება.

დღის ამბები