08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს

არიზონაში ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის გამოსვლა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. როდესაც დაცვამ დარბაზიდან რამდენიმე აქტივისტის გაყვანა სცადა, ტრამპის ერთ-ერთი მომხრე მათ თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

საპროტესტო აქციები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქშიც იმართება. ნიუ-იორკში აქცია არეულობით დასრულდა. ათასამდე ადამიანი ცენტრალურ პარკში შეიკრიბა და ტრამპ თაუერამდე მსვლელობა გამართა. მომიტინგეები ტრამპის საწინაარმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციამ ხალხის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაკავებულები. 

დღის ამბები