08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
თურქეთის სანაპირო დაცვამ სამასზე მეტი არალეგალი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ სამასზე მეტი არალეგალი დააკავა, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში მოხვედრას ცდილობდნენ. 316 მიგრანტი კუნძულ ლესბოსზე მიემგზავრებოდა. ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების თანახმად თურქეთმა საბერძნეთთან საზღვრის პატრულირება გააძლიერა.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა. დოკუმენტის მთავარი მიზანი მიგრანტების ნაკადის შეჩერებაა. შეთანხმების თანახმად საბერძნეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტები თურქეთში დაბრუნდებიან, სადაც ისინი დროებითი საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილები.

დღის ამბები