08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
სირიის ქალაქ რაქაში მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა მორიგ იერიშებს სირიის ქალაქ რაქაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად რუსეთისა და ასადის საჰაერო ძალებმა ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მიიტანეს იერიში. სირიაში მომუშავე მონიტორების განცხადებით, დაბომბილია საცხოვრებელი უბანი.

იერიშის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 55 ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა სირიიდან სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოგვიანებით ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციების გაგრძელების შესახებ განაცხადა.

დღის ამბები