08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტის თვითმკვლელის ვინაობა დაადგინა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტის თვითმკვლელის ვინაობა დაადგინა. ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ ისტიკ-ლარის ქუჩაზე თავი მეჰმედ ოზიურკმა აიფეთქა, რომელიც ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო იძებნებოდა.

გამოძიების ცნობით, თურქეთში დაბადებული ახალგაზრდა, 2013 წელს სირიაში გაემგზავრა და აისისის რიგებს შეუერთდა. ის ორი წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. მედიის ინფორმაციით, ტერორისტის ვინაობა ძალოვანებმა დე–ენ–ემის ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომელიც მისი ნათესავების ნიმუშებს შეადარეს. პოლიციამ მეჰმედ ოზტიურკის მამა და ძმა დააკავა.

დღის ამბები