08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
"ფლაიდუბაის" ხელმძღვანელობა კატსრტოფის მიზეზად კლიმატურ პირობებს გამორიცხავს

კომპანია ფლაიდუბაი ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი კლიმატური პირობები არ შეიძლება ყოფილიყო. ინფორმაციას ადასტურებს აეროპორტის ხელმძღვანელობაც.

ფლაიდუბაის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ეკიპაჟს როსტოვის აეროპორტში ფრენის გამოცდილება ჰქონდა და ასაფრენ ბილიკს კარგად იცნობდა.

შემთხვევას სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტიც იძიებს. ექსპერტებმა უკვე გახსნეს შავი ყუთი. ამ დროისთვის არსებული ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული აუდიოჩანაწერი, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია დაცულია და იშიფრება.

რუსეთში, დონის როსტოვში კომპანია ფლაი დუბაის კუთვნილმა სამგაზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი გადაურჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები