08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
"თურქეთი ტერორს არასოდეს დანებდება"- ერდოღანი

სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა პირველი განცხადება გააკეთა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ქვეყანა ტერორს არასოდეს დანებდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაქტი ისლამის სახელმწიფოს თურქი წევრის ორგანიზებული იყო, უკვე ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თავდასხმების საფრთხის გამო თურქეთში დროებით აიკრძალა საჯარო შეკრება.

"თურქეთი ტერორს არასოდეს დანებდება. ჩვენს ხედვას არ დავკარგავთ. ჩვენი ერი და ქვეყანა არასდროს ჩამოშორდება თავის მიზანს. ტერორისტულ ორგანიზაციებს და მის უკან მდგარ ძალას ჩვენი ერთობით დავამარცხებთ,"-  განაცხადა ერდოღანმა. 

დღის ამბები