08 ოქტომბერი 2024,   06:53
ვრცლად
"ისტორიული ვიზიტი" - ბარაკ ობამა კუბაზე ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კუბაზე ჩავიდა. ბარაკ ობამა თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც 1928 წლის შემდეგ ჰავანას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს.

დაგეგმილია მოლაპარაკება კუბელ დისიდენტებთანაც. ჰავანაში ბარაკ ობამა მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ორ დღეა დარჩება.

ვიზიტი პრეზიდენტმა ობამამ ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა.

„90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბაზე უკანასკნელად დადგა ფეხი. 1928 წელს პრეზიდენტი კულიჯი აქ სამხედრო გემით ჩამოვიდა და ამ მოგზაურობისთვის სამი დღე დასჭირდა, მე კი სამ საათში ჩამოვფრინდი. ეს ისტორიული ვიზიტი და ისტორიული შესაძლებლობაა უშუალოდ კუბელებთან თანამშრომლობისთვის, ახალი შეთანხმებებისა და კომერციული გარიგებებისთვის, ასევე ჩვენს შორის ახალი კავშირების დამყარებისთვის,“- განაცხადა ობამამ.

 

 

დღის ამბები