08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
ავიაკატასტროფიდან ორი დღის შემდეგ დონის როსტოვის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ავიაკატასტროფიდან ორი დღის შემდეგ დონის როსტოვის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. აეროპორტში პირველი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი დაეშვა, რის შემდეგაც სამგზავრო რეისების რეგისტრაცია დაიწყო. ორი დღის წინ კომპანია "ფლაი-დუბაის" ბოინგის კატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თვითმფრინავის დაშვებას მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ უშლიდა. ამასთან ეკიპაჟს როსტოვის აეროპორტში ფრენის გამოცდილებაც ჰქონდა და ასაფრენ ბილიკს კარგად იცნობდა. ტრაგედიის ზუსტი მიზეზების დასადგენად, ექსპერტები ლაინერის შავ ყუთებს სწავლობენ. გავრცელებული ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული აუდიო ჩანაწერი, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია დაცულია.

დღის ამბები