08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
სავჩენკო სასამართლომ ბრალდებულად ცნო-თბილისში კი მისი მხარდამჭერი კიდევე რთი აქცია იგეგმება

2 საათში რუსეთის საელჩოსთან ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

ნადეჟდა სავჩენკო, მოსკოვის სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ უკვე მოსამართლე სასჯელს გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა უკრაინელ მფრინავს 23 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად თბილისში დღეს მხოლოდ მოწოდებები არ იქნება. უკრაინელი გმირისთვის ჭავჭავაძის გამზირზე სუხიშვილები ხორუმს იცეკვებენ.

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები