08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
გიორგი ღონღაძის ცხედარს გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ კიევში დაკრძალავენ

უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ცხედარს გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ კიევში დაკრძალავენ. მისი ცხედარი ამ დრომდე მორგში ინახებოდა.

დასაფლავებამდე 1 დღით ადრე კი პეტრო პოროშენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. ჯილდო ჟურნალისტის მეუღლეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

პოროშენკოს თქმით, გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ უკრაინა ისევ აფასებს ღონღაძის წვლილს ქვეყნის განვითარებასა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში. 

დღის ამბები