08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
აფეთქება ბრიუსელში - სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 11 გარდაცვლილის და 25 დაჭრილის შესახებ

აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში. ადგილობრივი დროით 8 საათზე ერთ-ერთ ტერმინალში ავიაკომპანია "ემერიქან ეარლაინზის" სარეგისტრაციო პუნქტთან ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. დაუზუსტებელი ცნობით გარდაცვლილია 11 და დაჭრილია 25 ადამიანი.

მომხდარის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს თვითმხილველები და აეროპორტში მყოფი ჟურნალისტები სოციალური ქსელების საშუალებით ავრცელებენ. ერთ-ერთი ვიდეო მასალა აფეთქებიდან ცოტა ხანშია გადაღებული და ჩანს როგორ გარბიან პანიკით მოცული მგზავრები ტერმინადალიდან.

ამ დროისთვის აეროპორტი დახურულია და რეისების მიღებაც შეაჩერეს. ბელგიური არხების ცნობით აფეთქების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ფასადი და დაზიანებულია ჩამოგრენების დარბაზიც.

ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ მომხდარი, სავარაუდოდ  ტერაქტია. გასულ კვირას ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია უკავშირდება თუ არა დღევადნელი აფეთქება ტერორიზმს.

დღის ამბები