08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
პარალიზებული ბრიუსელი - ქალაქში უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული

მორიგი აფეთქება ბრიუსელში - დაკეტილია ყველა მეტროსადგური. მაალბეკის მეტრო, სადაც აფეთქება მოხდა, მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ადგილას, იქ, სადაც მდებარეობს ყველა ევროსტრუქტურა.

მეტროდან ერთ მხარეს არის ევროკომისია და ასევე ევროპული საბჭოს შენობა, ხოლო საპირისპირო მხარეს არის ევროპული პარლამენტი.

სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, მეტრო სადგურში იყო რამდენიმე აფეთქების ხმა.

ბრიუსელში არ მუშაობს რკინიგზის ხაზი, რომელიც აკავშირებს ქალაქის ცენტრს, ქალაქის აეროპორტთან. ასევე ცნობილია, რომ ბრიუსელის ნაციონალური აეროპორტი მთლიანად დაკეტილია და არ ხორციელდება ფრენები.

მეოთხე დონის, უსაფრთხოების ყველაზე მაღალი ზომებია მიღებული ბელგიაში. ეს ნიშნავს ტრანსპორტის კოლაფსს, როდესაც არანაირი ტრანსპორტის ქალაქში არ მოძრაობს და ის ცენტრალური ადგილი, სადაც ევრო სტრუქტურებია განთავსებული, ამ დროისთვის პარალიზებულია.

ოფიციალური ხელისუფლებისგან ელოდებიან განცხადებებს, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ბელგიამ ცხოვრება ამ ტერაქტების შემდეგ.

დღის ამბები