08 ოქტომბერი 2024,   06:59
ვრცლად
აფეთებამდე სროლის ხმა და ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილები ისმოდა - ბელგიის მედია

პირველი აფეთქების ხმა ბრიუსელის აეროპორტში დილის 8 საათზე გაისმა. ორი ბომბი სარეგისტრაციო პუნქტებთან აფეთქდა.

გავრცელებული ცნობით ერთ-ერთი ტერორისტმა კამიკაძემ აამოქმედა. შედეგად შენობაში მინები ჩაიმსახვრა და ჩამოინგრა ფასადი. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. შეწყდა რეისების მიღება. ბელგიის მედიის ცნობით, აფეთებამდე სროლის ხმა და ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილები ისმოდა.

აეროპორტის შემდეგ კი აფეთქება უკვე ევროკავშირის შენობასთან ახლოს, მაალბეკის მეტროსადგურში მოხდა. ძალოვნები მოსახლეობას მოუწოდებენ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

დღის ამბები