08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 30 ადამიანია გარდაცვლილი, 80-ზე მეტი კი - დაშავებული

ამ წუთებში, ბრიუსელში ბელგიის პრემიერმინისტრის საგანგებო ბრიფინგი მიმდინარეობს. მან გამოსვლა დაიწყო იმით, რომ დღევანდელი ტერაქტები არის შავი დღე ბელგიისათვის და ასევე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, არის ბევრი გარდაცვილი და დაშავებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 30 ადამიანია გარდაცვლილი ხოლო 80-ზე მეტი არის დაშავებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დახურულია ბელგიისა და საფრანგეთის საზღვარი. ბრიტანეთში მიმდინარეობს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში. საფრანგეთში, გერმანიაში და ევროპის მიმდებარე ქალაქებში,  ბელგიის საზღვარზე. სკოლებიდან ბავშვებს გარეთ არ უშვებენ. ასევე მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან და მაქსიმალურად ნაკლები სატელეფონო ზარები განახორციელონ. 

ასევე, ამ დროისთვის, სოციალური ქსელებით ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ პასუხისმგებლობა ტერაქტებზე აიღო დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ.

დღის ამბები