08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
"ჩემ 3 კოლეგას ვერ ვპოულობთ", - ირაკლი პეტრიაშვილი ბრიუსელიდან აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე საუბრობს

ბრიუსელში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად იღებდნენ ინსტრუქციას, ევროინსტიტუტებიდან, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია პარიზის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელში და, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ქონდა ინფორმაცია, რომ საპასუხო კონტრ შეტევისთვის ემზადებოდნენ ტერორისტები, თუმცა მათ დღეს დილით ასეთი შეტყობინება არ მიუღიათ, აქედან გამომდინარე ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.  

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილი აეროპორტთან ახლოს იმყოფებოდა და ის ტერაქტის თვითმხილველი გახდა, რომელიც დეტალურად აღწერს იმ ვითარებას რომელიც შეიქმნა ბრიუსელის აეროპორტში.

”ახლა უსაფრთხოთ ვარ, ტრანსპორტიდან რომ გადმოვედი მაშინ მოხდა აფეთქება, შეზანზარდა ყველაფერი, ამის შემდეგ პანიკა როგორც ხდება ხოლმე, გაოგნებული ვიყავით სუყველა, მრე მოხდა ორგანიზებულად ხალხის გამოყვანა, გზები გადაიკეტა. ჩემი ბალკანელი კოლეგები მოყვნენ ამ აფეთქებაში და ახლა მათ ძებნაში ვართ. სამი მათგანი ვიპოვეთ და სამს ვერ ვპოულობთ. ახლაც გადაკეტილია აეროპორტისკენ მიმავალი ყველა გზა და ყელა გზა. მხოლოდ იქედან აქეთ არის დაბრუნება შესაძლებელი“ - განაცხადა პეტრიაშვილმა

ბრიუსელში მცხოვრები ქართველის თამარ გუგულაშვილის თქმით, გუშინ ბრიუსელის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხდა, რომ შესაძლოა განხორციელებული იყო რეპრესიები ბრიუსელში.

“მეტრო რომელიც აფეთქდა, არის ევროკომისიასთან ახლოს მდებარე და რა თქმა უდნა ვხდებით, რომ შემთხვევით არ აარჩიეს ეს მეტრო სადგური. გუშინ ლაპარაკობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ შეიძლება რეპრესიები გააკეთოს ამ ქსელმა ბრიუსელში იმიტომ, რომ  დასაჯონ ბელგიელები და ბელგიის მთავრობა“ - აღნიშნა გუგულაშვილმა.   

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები