08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბელგიის ტერაქტები - დაცვაა გაძლიერებული ბრიუგეს ციხესთან, სადაც პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი იმყოფება

ტერაქტების სერიის შედეგად ბელგიის დედაქალაქში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 55-ზე მეტი დაშავდა. აეროპორტში კი დაღუპულთა რიცხვი 13-ს აღწევს.

ბელგიის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპორტში ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ამ დროისთვის დაცვაა გაძლიერებული ბრიუგეს ციხესთან, სადაც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამია მოთავსებული.

პოლიციამ საპატიმროს შესასვლელთან საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა, რომელსაც ამ დროისთვის სპეციალისტები სწავლობენ. ვრცელდება ინფრომაცია, რომ თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები