08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ნატო-ს გენმდივანი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს "ლაჩრულ თავდასხმას" უწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს "ლაჩრულ თავდასხმას" უწოდებს.

ბრიუსელის აფეთქებებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა იენს სტოლტენბერგი და თავის განცხადებაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ტრაგედიაა ის, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა დღეს აქ ბრიუსელში. თანავუგრძნობ ბელგიელ ხალხს და ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ჩვენ დღეს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის, ბელგიის, გვერდით ვდგავართ. ეს არის ლაჩრული თავდასხმა ჩვენს ღირებულებებსა და ჩვენს ღია საზოგადოებაზე. ტერორიზმს არ შეუძლია დემოკრატიის დამარცხება. ის ვერ წაგვართმევს თავისუფლებას,“ - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები