08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს - მსხვერპლთა რაოდენობა კი 34-მდე გაიზარდა

აფეთქებების სერიის შემდეგ ბრიუსელი პარალიზებულია. ბოლო მონაცემით ქალაქის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ ტერაქტებს 34 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილთა რიცხვი კი 135-მდე გაიზარდა.

სამართალდამცველები დღევანდელ აფეთქებებთან კავშირში ეჭვმიტანილებს ეძებენ და უკვე ორი ადამიანი ჰყავთ დაკავებული, რამდენიმე მისამართზე ჩხრეკაც ჩტარდა. აეროპორტში კი კალაშნიკოვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ბრიუსელში არ შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

სამეფო ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა სასახლიდან. მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა. განგაში გამოცხადდა ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები