08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე ალაპარაკდნენ

ბრიუსელის აფეთქებებს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ორლანდი, რომელმაც მომხდარი დაგმო და თქვა, რომ "ტერორიზმების სამიზნე არამხოლოდ ბელგია არამედ მთელი ევროპაა".

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა კი ტერორიზმის საფრთხესა და მის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე ისაუბრა.

„გლობალურმა ტერორიზმმა კვლავ დაგვანახა დღეს საკუთარი სახე. თურქი ხალხის სახელით ვიზიარებ ბელგიის მთავრობისა და მოსახლეობის მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებ. გასულ კვირას ვიმყოფებოდით ბრიუსელში და დღესვე მოვუწოდებ მთელს კაცობრიობას, ვიმოქმედოთ ერთად ტერორისტების წინააღმდეგ,“ - განაცხადა აჰმეტ დავუთოღლუმ.

განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ მსგავსი ძალადობის აღსაკვეთად მსოფლიო ერთად უნდა დადგეს.

დღის ამბები