08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ბელგია-საფრანგეთის საზღვარი დროებით ჩაკეტილია

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის დედაქალაქებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. სამართალდამცველთა დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს რომში, ლონდონში, ბერლინსა და პარიზში. საგანგებო ზომები მიიღეს აეროპორტებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებზე.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დროებით ჩაიკეტა ბელგია-საფრანგეთის საზღვარი და მკაცრი კონტროლი დაწესდა გამშვებ პუნქტებზე.

„როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ბრიუსელში აფეთქებები მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დამატებით 1600 პოლიციის ოფიცერი განვალაგეთ, მათ შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; გავაძლიერეთ საჰაერო და საზღვაო პატრულირება; ვაკონტროლებთ სარკინიგზო მაგისტრალებსაც. შეზღუდვები დაწესდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საზოგადოებრივ ზონებში. აქ მოხვედრა მხოლოდ დაჯავშნილი ბილეთების მქონე პირები შევლენ,“ - განაცხადა ბერნარ კაზნევმა.

 

დღის ამბები