08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
პასუხი ბრიუსელს აბდესლამის დაკავებაზე

ტერაქტების სერია ბრუსელში სალაჰ აბდესლამის დაკავებიდან ოთხ დღეში მოხდა. პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი აბდესლამი ახლა ბრიუგეს ციხეშია.

ბოლო ცნობებით, ციხესთან ამ დროისთვის დაცვაა გააძლიერეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპატიმროს შესასვლელთან საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა, რომელსაც ამ დროისთვის სპეციალისტები სწავლობენ.

ბრიუსელში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ჯერ კიდევ ორი დღის წინ ბელგიის შს მინისტრი მოსალოდნელ შურისძიებაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ თავდასხმების რისკი მაღალი იყო, თუმცა ევროპის დედაქალაქმა ტერაქტების თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო.

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები