08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან როგორ და როდის დაბრუნდება, უცნობია

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში შესვლა მოასწრეს, აფეთქება კი მეტროსადგურ მაალბეკთან ნახევარ საათში მოხდა.

ქართველი დეპუტატები ბრუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდნენ, დაგეგმილი იყო პოლიტიკური კონსულტაციებიც, თუმცა, მათი შეხვედრები გაუქმდა.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ დაბრუნდება საქართველოს დელეგაცია თბილისში. ბრუსელის ცენტრალური აეროპორტი დაკეტილია.

ევაკუაცია მიმდინარეობდა დღეს ევროკომისიაშიც.

როგორც ბრუსელში მცხოვრები ქართველები ყვებიან, ევროინსტიტუციები ყოველდღიურად აფრთხილებდნენ თანამშრომლებს მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. თუმცა, დღეს დილით მათ არავითარი ინსტრუქცია არ მიუღიათ.

 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები