08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
ევროპა ტერორის ქვეშ - ბრიუსელში ტერორისტებს ეძებენ

ამ დროისთვის მთელი ბელგიის მასშტაბით ტერორისტების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონე ნარჩუნდება და გადაკეტილია საზღვრები. 34 დაღუპული და 135-მდე დაჭრილი. ბრუსელი კვლავ პარალიზებულია.

ევროპა ტერორის ქვეშ არის. დაკეტილია რკინიგზა და აეროპორტი. ბრუსელი პრაქტიკულად პარალიზებულია, რადგან აფეთქებების ადგილების გარდა სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთები ქალაქის სხვადასხვა რაიონებშიც აღმოაჩინეს, მათ შორის ბელგიის მონარქის სასახლესთანაც, რის გამოც სამეფო ოჯახის ევაკუაციაც მოხდა.

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი 

დღის ამბები