08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
ბრიუსელში დაღუპულებს გლოვობენ - ამ დრომდე მოქმედებს განგაშის ყველაზე მაღალი დონე

უკვე რამდენიმე საათია ბრიუსელში დაღუპულებს გლოვობენ. დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ქალაქის ქუჩებს კი სამართალდამცველებთან ერთად სამხედროები აკონტროლებენ.

ბელგიაში ამ დრომდე მოქმედებს განგაშის ყველაზე მაღალი, მეოთხე დონე.

მთელი ღამის განმავლობაში ბრიუსელის ცენტრში, ბურსის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებოდნენ და დაღუპულებს პატივს მიაგებდნენ.

მოედანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის პრეზიდენტი და ბელგიის პრემიერმინისტრიც. იქ მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდნენ მოქალაქეები.

ბელგიელების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ტერორისტის და ნომერ პირველი ძებნილის სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ, ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას.

მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ არიან დაუცველები დ სახელმწიფოსგან მოქმედებებს ითხოვენ.

ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელში გუშინ მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ აქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები