08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
სათვალთვალო კამერებში დაფიქსირებულ ტერორისტს ბელგიაში ამ დრომდე ეძებენ

ბრიუსელის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა ჩემოდნებით შეიტანეს. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ბელგიელმა სამართალდამცველებმა. სათვალთვალო კამერების გაშიფრვის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა ბომბის აფეთქება ბოლო წუთს გადაიფიქრა და მიიმალა.

მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ეჭვმიტანილის ფოტოები პოლიციამ უკვე გაავრცელა. მისი ვინაობის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. გასულ ღამეს სპეც-ოპერაცია ჩატარდა ბრიუსელის სხარბეკის რაიონში.

ერთ-ერთ სახლში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ბომბი და ისლამის სახელმწიფოს დროშა იპოვეს. გამოძიებას ტაქსის მძღოლი დაეხმარა. მან აეროპორტში მიიყვანა საეჭვო პირები, რომლებსაც ისეთივე ჩემოდნები ქონდათ, რომელშიც ჩამონტაჟებული ბობმები აფეთქდა.

ქვეყანაში კვლავ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დახურულია აეროპორტი. მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება ბელგიის მეფემ გაავრცელა.

დღის ამბები