08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები ბელგიას თანაგრძნობას უცხადებენ

მსოფლიო ლიდერები ბელგიას თანაგრძნობას უცხადებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მზადაა ბელგიას გამოძიებაში დაეხმაროს. ბრიუსელში საგანგებო ჯგუფის გაგზავნას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები.

პარიზში ბელგიის საელჩოს ეწვია ფრანსუა ოლანდი. საფრანგეთის პირველმა პირმა სამძიმრის წიგნში წერილი დატოვა.

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს გენერალური მდივანი. პან გი მუნი იმედოვნებს, რომ დამნაშავეები დროულად დაისჯებიან.

კომენტარი მომხდართან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა ბარაკ ობამამ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კოალიცია გააგრძელებს დარტყმებს ისლამის სახელმწიფოზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები