08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
ბელგიის მხარდასაჭერად მსოფლიოს უდიდესი ქალაქები ბელგიის დროშის ფერებში განათდა

ბელგიის მხარდასაჭერად მსოფლიოს უდიდესი ქალაქები გასულ ღამეს ბელგიის დროშის ფერებში განათდა, მათ შორის ეიფელის კოშკი პარიზში, რომელიც შარშან ნოემბერში თავად გახდა ტერაქტების მსხვერპლი.

საფრანგეთი პირველი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ბელგიის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატა. ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და ბრიუსელში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

სოლიდარობის ნიშნად ბელგიის დროშის ფერებში ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი და ემპაიერ სტეიტ ბილდინგი განათდა.

რომში მოსახლეობა ტრევის შადრევანთან შეიკრიბა, რომელიც ასევე ბელგიის დროშის ფერებში იყო განათებული.

რამდენიმე საათის განმავლობაში შავ, ყვითელ და წითელ ფერებად განათდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ბუჯ ხალიფა, ასევე სამეფო სასახლე ამსტერდამში და პართენონის ტაძარი ათენში.

ამავე თემაზე
დღის ამბები