08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
აშშ მოქალაქეებს ევროპაში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

”დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიებები და ტურისტული ზონებია,"– განცხადება საგარეო უწყების წარმომადგენელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პარალელურად, უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს შეერთებულ შტატებში, ასობით სამართალდამცველია მობილიზებული ნიუ იორკში.

უსაფრთხოება გაძლიერდა ევროპული ქვეყნების საერთაშორისო აეროპორტებშიც. ჟენევაში სამართალდამცველები აეროპორტთან ერთად რკინიგზის სადგურებსაც აკონტროლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები