08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი - აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს. გასულ ღამეს სატელეფონო საუბარი შედგა პეტრო პოროშენკოსა და ჯო ბაიდენს შორის.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უსამართლო უწოდა და განაცხადა, რომ კრემლი ვალდებულია მინსკის შეთანხმების პირობების თანახმადб ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლოს.

უკრაინელი მფრინავის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმაც გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული მხარე კანონმდებლობის მკაცრი დაცვით იმოქმედებს.

დღის ამბები