08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
გავრცელებული ცნობით, ტულუზის აეროპრორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

ევროპის აეროპორტებში კვლავ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ცოტა ხნის გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთის ქალაქ ტულუზის აეროპრორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა მიზეზი არ კონკრეტდება.

ანალოგიური ზომები მიიღეს შეერთებულ შტატებში დენვერის აეროპორტშიც, სადაც ხალხი ტერმინალებიდან საეჭვო პაკეტის გამო გაიყვანეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

ჯონ კერის უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიერბები და ტურისტული ზონებია.

დღის ამბები