08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ბელგია ტერორისტული აქტების მსხვერპლი - დაკეტილი აეროპორტი და გაუქმებული რეისები

ქალაქმა უცებ არსებობა და ცხოვრება შეწყვიტა - ეს სიტყვები ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ეკუთვნის.

ბელგიელები,  გუშინ ღამიდან შეკრება დაიწყეს ცენტრში, ბურსის მოედანზე და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ბრიუსელში კვლავ მოქმედებს განგაშის ყველაზე მაღალი მეოთხე დონე და ამ დრომდე დაკეტილია ზავენტემის აეროპორტი და გაუქმებულია ყველა საერთაშორისო რეისი.

გუშინ ღამით გაანახლა მუშაობა ბელგიის რკინიგზამ, დღეს დილიდან კი, ბრიუსელში მეტროს მხოლოდ 2 ხაზი ამოქმედდა.

ბრიუსელში, ამ დრომდე სამართალდამცველებთან ერთად, სამხედროებიც პატრულირებენ. ბოლო მონაცემებით, ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 250 ათას გადააჭარბა.

ამავე თემაზე
დღის ამბები