08 ოქტომბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ტერორისტებს ჩვენი განადგურება სურთ, ებრძვიან ჩვენი ცხოვრების სტილს" - საფრანგეთის პრემიერმინისტრი

ამ წუთებში, ბრიუსელში, ევროკომისიის ტერიტორიაზე, პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და საფრანგეთის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი, წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს ტერაქტებში დაღუპულთა ხსოვნას.

ამის შემდეგ კი გაიმართება  ორმხრივი შეხვედრა ჟან კლოდ იუნკერსა და მანუელ ვალსს შორის.

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გუშინდელ ტერაქტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრები მეტად უნდა იყოს დაცული.

„ჩვენ ევროპის ქვეყნებმა, საფრანგეთის ჩათვლით, თვალი დავხუჭეთ ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებაზე, ნარკოტიკების ტრეფიკინგზე და იმაზე თუ როგორ ამახინჯებდა რადიკალური ისლამი ახალგაზრდობას. მე გაკვეთილს ვერ ვასწავლი ბელგიელებს, რადგან დარწმუნებული ვარ კარგად იციან. ტერორისტებს ჩვენი განადგურება სურთ, არ ინდობენ ქალებს, ბავშვებს, ებრძვიან ჩვენი ცხოვრების სტილს. ამიტომ მობილიზება გვჭირდება და რაც მთავარია ევროპის საზღვრებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს,“ - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები