08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
"მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს," - მუსლიმთა ასოციაციის თავმჯდომარე

მუსლიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ასად მაჯები, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, აცხადებს რომ ასოციაცია მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ბელგიის ხელისუფლებას. ასევე ამბობს, რომ აუცილებად ყველა უნდა იყოს დაკავებული, ვინც ტერაქტებთან რამე კავშირშია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ მცხოვრები მუსლიმები მშვიდობისმოყვარე ხალხია. ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დანაშაულს ჩადიან, მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი არ აწყობენ ტერაქტებს ისლამის დასაცავად. ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკვლელობის ჩადენას.

ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა იმას ნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა ამოხოცო. ეს ტერორისტებმა არ იციან და გამოდის, რომ არც ყურანი აქვთ წაკითხული. ჩვენ მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს. არ უნდა მივცეთ ტერორისტებს ჩვენი დაყოფის უფლება. ისინი სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ, რომ შემდეგ მიზანს ადვილად მიაღწიონ,“ - განაცხადა ასად მაჯებიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები