08 ოქტომბერი 2024,   06:56
ვრცლად
ბელგიის პროკურატურის განცხადებით გუშინდელი ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი ისევ თავისუფალია

ბრიუსელის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ისევ ძებნაშია. ბელგიის პროკურატურამ გამოძიების დეტალები დააზუსტა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ნაჯიმ-ლაჰრუის დაკავება არ დაადასტურა. გამოძიება აეროპორტის ფოტოზე ასახული ორი პირის ვინაობის დადგენაზე მუშაობს. დანამდვილებით ცნობილია, მხოლოდ ძმების ვინაობა და რომ ერთ-ერთმა თავი აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა.

პროკურორ ფრედერიკ ვან ლიოვის განცხადებით,  ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა. მან ასევე დაადასტურა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია. რაც შეეხება ტერაქტში მონაწილე სხვა პირებს, პროკურორის განცხადებით, რომ ბელგიის მეტროს მალბეკის სადგურზე თავი ხალიდ ალ-ბაკრაუიმ აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი ზავენტემის აეროპორტში აამოქმედა შაჰიდის ქამარი.

პროკურატურის ცნობით, ნაპოვნია კომპიუტერი, სადაც აღმოჩენილია მიმოწერა, სავარაუდოდ იმ პირებს ეკუთვნით,  რომლებიც არიან კავშირში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან.

„ეჭვმიტანილი, რომელიც ფოტოზე ორ მამაკაცს შორის დგას ტერორისტთაგან ერთ-ერთია და მისი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დავადგინეთ. ის ბრიუსელში დაბადებული იბრაჰიმ ელ ბაქრაუია მეორე კამიკაძის ვინაობა, რომელიც მარცხნივ დგას უცნობია. მესამე ეჭვმიტანილი ღია ფერის ქურთუკში, გაქცეულია. სანაგვე ურნაში გამომძიებლებმა კომპიუტერი იპოვეს, სადაც იბრაჰიმის ჩანაწერებია იმის შესახებ, რომ ყველგან ეძებდნენ და ფიქრობდა, რომ ბოლოს საკანში აღმოჩნდებოდა. რაც შეეხება მეტროში განხორციელებულ ტერაქტს - აფეთქება ვაგონში მოხდა და ის იბრაჰიმის ძმამ ხალიდამ მოაწყო. ორივეს კრიმინალური წარსული ჰქონდა, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო,“-განაცხადა ბელგიის მთავარმა პროკურორმა.

დღის ამბები