08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
"სავჩენკოს საქმემ აჩვენა, რომ რუსეთში არ არსებობს მართლმსაჯულება,"- საქართველოში უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის საელჩო ნადია სავჩენკოს განაჩენს ეხმაურება. დროებითი რწმუნებულის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი მინსკის ხელშეკრულებას არღვევს. საელჩოში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ნადია სავჩენკოს ნაცვლად რუსეთისთვის 2 სამხედრო მოსამსახურის გადასაცემად.

უკრაინის საელჩოს მრჩეველმა დღეს მხარდაჭერისთვის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.

"ნადია სავჩენკოს გასამართლებით და დაკავებით რუსეთის ფედერაცია უხეშად და ცინიკურად არღვევს მინსკის მოლაპარაკებებს, რის მიხედვითაც ყველა მძევალი, მათ შორის სავჩენკოც უნდა გაეთავისუფლებინათ. სავჩენკოს საქმემ საბოლოოდ აჩვენა, რომ რუსეთში არ არის მიუკერძოებელი სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება. აღნიშნული საქმით რუსეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის, როგორც სამართლიანი ქვეყნის დისკრედიტაცია,“- განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ნაზაროვმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები