08 ოქტომბერი 2024,   06:54
ვრცლად
ბრიუსელის ანდერლეხტის რაიონი ალყაშია- სამართალდამცველები ტერაქტებში ეჭვმიტანილს ეძებენ

ამ წუთებში პოლიციის ალყაშია ბრიუსელის ანდერლეხტის რაიონი სადაც ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, ნაპოვნია კომპიუტერი, სადაც აღმოჩენილი მიმოწერა, სავარაუდოდ იმ პირებს ეკუთვნით, რომლებიც არიან კავშირში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან.

ევროკავშირი შოკიდან გამოსვლას ცდილობს. ევროპის გულში მომხდარი ტერაქტების შემდეგ უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომებია მიღებული და ყველა ქვეყნის საზღვრები, ავია და რკინიგზის მაგისტრალები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი.

ამოცნობილია თითქმის ყველა ტერორისტი. ერთ–ერთმა მათგანმა აფეთქების შემდეგ დატოვა ბრიუსელის აეროპორტი და ახლა მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ნაჯიმ ლახრაუი პარიზის ტერაქტების განხორციელებისთვისაც იძებნება, რადგან მისი დნმ-ის კვალი საფრანგეთში ნაპოვნს შაჰიდის ქამრებზეა აღმოჩენილი.

ბელგიის პროკურატურამ გამოძიების დეტალები დააზუსტა. უწყებაში განაცხადეს, რომ გამოძიება აეროპორტის ფოტოზე ასახული ორი პირის ვინაობის დადგენაზე მუშაობს. დანამდვილებით ცნობილია, მხოლოდ ძმების ვინაობა და რომ ერთ-ერთმა თავი აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა.

პროკურორ ფრედერიკ ვან ლიოვის განცხადებით,  ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა.

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, თეა თეთრაშვილი

დღის ამბები