08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ბელგია დაღუპულებს გლოვობს

უკვე მეორე დღეა ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, მოქალაქეები კი ბრიუსელის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და ასე გამოხატავენ სოლიდარობას.

ბელგიაში ამ დრომდე მოქმედებს ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონე. მიუხედავად ამისა ბელგიის სამეფოს დედაქალაქში პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. რამდენიმე საათში ევროპულ საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრები მიიღებენ. საგანგებო შეხვედრის მთავარი საკითხი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები იქნება.

პარალელურად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა ევრო პარლამენტმაც, სადაც ნათქვამია რომ მომხდარი ტერაქტები ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. 

დღის ამბები