08 ოქტომბერი 2024,   06:51
ვრცლად
ბელგიაში ტერაქტისას 61 დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

ბელგიაში შესაძლოა ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდოს, რადგან 300 დაშავებულიდან, 61-ის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამჟამად მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიკაციის პროცესი. მათი ნაწილის ვინაობა უკვე დადგენილია.

ბელგიური გამოძიება კი ეჭვმიტანილი ტერორისტების ძებნას განაგრძობს. პოლიციის ალყა რჩება ანდერლეხტის რაიონში. გამოძიებამ ამ დრომდე მხოლოდ ორი უშუალო შემსრულებლის ვინაობა დაადგინა. ესენი ბრიუსელში დაბადებული ძმები ბაქრაუები არიან.

პოლიციამ ერთ-ერთი ტერორისტი ძმის იბრაჰიმ ელ ბაქრაუის პირად კომპიუტერში აუდიო მიმართვა აღმოაჩინა, სადაც ის დედას ამცნობს, რომ თავის აფეთქებას აპირებს, რადგან დაკავების ეშინია.

ბრიუსელში კი გლოვა გრძელდება. წუხანდელი ღამე ასობით ადამიანმა ქუჩაში გაატარა. ტრაგედიის ადგილზე გუშინ ბელგიის სამეფო ოჯახიც მივიდა.

 

 

დღის ამბები