08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
"ეს არის მცდელობა, დანერგონ შიში"- ევროკავშირის პოლიტიკური პარტიების ლიდერები ტერაქტებზე

ევროკავშირის პოლიტიკური პარტიების ლიდერები ბრიუსელის ტერაქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპის 5 პოლიტიკური ჯგუფი თანხმდება, რომ ის, რაც ბრიუსელში მოხდა იყო თავდასხმა ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე.

"ეს არის მცდელობა, რომ დანერგონ შიში, შეცვალონ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და საფრთხე შეუქმნან მშვიდობიან თანაცხოვრებას ჩვენ საზოგადოებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ამის საშუალებას ტერორისტებს არ მისცემენ. ისინი ევროკავშირის ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები