08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება

რამდენიმე საათში ბრიუსელში ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი საკითხი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები იქნება. სხდომის გამართვა ბრიუსელის დროით 16:00 საათზე იგეგმება.

უკვე მეორე დღეა ბელგიაში დაღუპულებს გლოვობენ, დაშვებულია სახელმწიფო დროშები, მოქალაქეები კი ბრიუსელის ცენტრალურ პარკში იკრიბებიან და ასე გამოხატავენ სოლიდარობას.

მომხდარის ფონზე ევროპარლამენტს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებისკენ მოუწოდებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და საფრანგეთის პრემიერი.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები