08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ევროპაში თავდასხმების მოსაწყობად "ისლამურმა სახელმწიფომ" 600-მდე მებრძოლი მოამზადა

ევროპაში თავდასხმების მოსაწყობად ისლამურმა სახელმწიფომ 400-დან 600-მდე მებრძოლი გაწვრთნა. ამის შესახებ სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკული სააგენტო Associated Press წერს.

გავრცელებული ცნობით, დაჯგუფებამ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი დამოუკიდებელი ქსელები ჩამოაყალიბა, რომლებმაც თავდასხმების ადგილი და დრო თავად უნდა აირჩიონ, მიზანი კი მაქსიმალური მსხვერპლის გამოწვევა უნდა იყოს.

მებრძოლები სპეციალურ სწავლებას სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში გადიოდნენ, ამ დროისთვის კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებენ.

 

დღის ამბები