08 ოქტომბერი 2024,   06:49
ვრცლად
ბელგიელი სამართალდამცველები ტერორისტთა კიდევ ერთ თანამზრახველს ეძებენ

ბელგიელი სამართალდამცველები ტერორისტთა კიდევ ერთ თანამზრახველს ეძებენ. ის მალბეკის მეტროსადგურის დაცვის კამერამ აფეთქებამდე ერთ-ერთ ტერორისტთან ხალიდ ელ ბაქრაუისთან ერთად გადაიღო.

გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ აეროპორტში ხალიდის ძმასთან, იბრაჰიმ ელ ბაქრაუისთან ერთად ნაჯიბ ლახრაუიც დაიღუპა. ის ბომბების დამზადების სპეციალისტად ითვლებოდა და პარიზის ტერაქტების ორგანიზებაშიც მონაწილეობდა.

მესამე ეჭვმიტანილი კი, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოების კამერის ჩანაწერებში ჩანს, ამ დრომდე გაქცეულია. თურქეთის პრემიერი აცხადებს, რომ ბელგიის ხელისუფლებას ჯერ კიდევ შარშან მიაწოდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმ ელ ბაქრაუი აისისის მებრძოლი იყო. ის თურქეთში 2015 წლის ივნისში დააკავეს და ბელგიას გადასცეს.

დღის ამბები