08 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვს

პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, აბდესლამი აღარ თანამშრომლობს ბელგიის პოლიციასთან და სურს, რაც შეძლება მალე გადასცენ საფრანგეთს.

თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.

26 წლის სალაჰ აბდესლამი 4 თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში, 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება. 

დღის ამბები